მთავარი

მთაწმინდის პარკი


ისტორია და ადგილმდებარეობა

მთაწმინდის პლატო — თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი შტოქედის დაბოლოება. შედის ქალაქ თბილისის ფარგლებში. მისი სიმაღლეა 770 მ. აგებულია ზედაეოცენური ქვიშაქვებითა და თიხებით. სახელი მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავანის — ათონის მთის მიხედვით. გადმოცემით მთის აღმოსავლეთ კალთაზე სენაკი გამოუქვაბავს ერთ-ერთ ასურელ მამას — დავითს. IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, მის ადგილას 1542 წელს ძმებმა ნიკოლოზ და დავით გაბაშვილებმა წმინდა დავითის მონასტერი ააშენეს. ახლანდელი ეკლესია აგებულია 1871 წელს. აქვეა მცირე ზომის ფერისცვალების ეკლესია (აგებულია 1809 წელს). ეკლესიებთან მისასვლელი გზა გაიყვანეს 1817 წელს. XIX საუკუნის დასაწყისამდე მთაწმინდა ტყით იყო შემოსილი. ახლანდელი ტყე ხელოვნურია. პლატოზე გაშენებულია კულტურისა და დასვენების პარკი (ადრე იყო იოსებ სტალინის სახელობის), რომელიც საავტომობილო და საბაგირო გზით უკავშირდება ქალაქს; გაყვანილია ფუნიკულიორი. მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთაზეა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი. მთაზე დგას სატელევიზიო ანძა.

ინფორმაცია აღებულ ია იხილეთ აქ


მთაწმინდის პანთეონი
მთაწმინდის პანთეონია. მთაზე დგას 210 მეტრის სიმაღლის სატელევიზიო კოშკი – ანძა. იქვეა დასასვენებელი პარკი, გასართობი ატრაქციონებით.
მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორის ზედა სადგურის ღერძზე 1930 წელს გააშენეს. მისი ფართი 100 ჰექტარს აღემატება და თბილისის ყველაზე მაღალი პარკია. მას ერთ-ერთი საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს. პარკთან ორი გზა ადის: ფუნიკულიორით და სამანქანო გზა.
მთაწმინდის პარკი არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მდებარეობითა და საინტერესო ინფრასტრუქტურით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ნაწილია.


ინფორმაცია აღებულ იხილეთ აქ

მთაწმინდის პარკი

მთაწმინდის პარკი” გართობისა და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილია. ზღაპრული გარემო, სუფთა ჰაერი, უნიკალური ლანდშაფტი, ულამაზესი ხედები და თანამედროვე ატრაქციონები თქვენ საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ, დაისვენოთ და გაერთოთ თქვენს ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად.
მთაწმინდის პარკი  770 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და თბილისის ყველაზე მაღალი წერტილია. მისი ისტორია 100 წელს აჭარბებს და  და გაშლილია 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე.  პარკი დაყოფილია სამ -ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად. ატრაქციონების გარდა პარკში განლაგებულია რესტორნები და კაფეები,მაღაზიები,სარელაქსაციო ზონები,სადღესასწაულო ცენტრი და ქორწინების სახლი.
პარკთან დაკავშირება ხდება როგორც სამანქანე გზით (თბილისი-ოქროყანას მიმართულება) ასევე ფუნიკულიორით, რომელიც 1905 წელს აიგო და თავის მხრივ წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ღირშესანიშნეობას.

მთაწმინდის პარკი არის IAAPA წევრი. პარკის ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს ატრაქციონების ტექნიკურ უსაფრთხოებასა და შესაბამისობას უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან. საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველწლიურად ახდენს ატრაქციონების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის სერტიფიცირებას.

ინფორმაცია აღებულია იხილეთ აქ


ვიზიტორის ბარათი

მთაწმინდის პარკის პლასტიკური ბარათის შეძენა შესაძებელია პარკის სალაროებში და მისი ფასი 2 ლარს შეადგენს.
  • ბარათზე დარიცხული გამოიყენება ატრაქციონებსა და ფუნიკულიორზე. 
  • ბარათზე დარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება!
  • ბარათი არის მრავალჯერადი გამოყენების
  • დაზიანების შემთხვევაში მიაკითხეთ სალაროს ან საინფორმაციო ცენტრს
  • დაზიანებული ბართის შეცვლა შეუსაძლებელია, თუ არ იკითხება ბარათის კოდი (ციფრებით) და ამავდროულად დაზიანებულია მუქი შავი ზოლი

ინფორმაცია აღებულია იხილეთ აქ

პარკის წესები

1. პარკში შეზღუდულია ისეთი საშუალებებით გადაადგილება, როგორიცაა ველოსიპედი, გორგოლაჭები და ა.შ.
2. პარკის ტერიტორიაზე აკრძალულია ცხოველის შემოყვანა
3. პარკში მაქსიმალურად ვიცავთ სისუფთავეს. გთხოვთ ნუ დაყრით ნაგავს და გაუფრთხილდით გარემოს.

No comments:

Post a Comment